ვერძი
აპრილმა შეიძლება ვერძებში ქცევის პროაქტიური მანერა გააღვიძოს. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა რომანტიკას მუშაობა არჩიოს, ხოლო საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას სათანადო ყურადღება არ გამოიჩინოს და საქმიანი იმიჯიდან გამოსვლა გაუჭირდეს. თვის შუა ნაწილში, ვერძები გაღიზიანებული და ეჭვიანები იქნებიან, ყველაფერს საწყენად მიიღებენ პარტნიორისგან. ვარსკვლავები გირჩევენ ემპათია მეტად გააღვივოთ საკუთარ თავში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში ბევრ სასიამოვნო მომენტს გაუშვებთ ხელიდან, რომელსაც აპრილის თვე გთავაზობთ...
კურო
აპრილში შეყვარებული კუროების ურთიერთობა დაკავშირებული იქნება ცვლილებების ტალღასთან. ცხოვრება სულ უფრო ხშირად შეახსენებს მათ, რომ დროა რომანში რამე შეცვალონ. თვის პირველ ნახევარში და შუა ნაწილში, კუროებს შეუძლიათ საკუთარი მომხიბვლელობის იმედი ჰქონდეთ, ხოლო თვის ბოლოს, საჭირო იქნება მეტი კომუნიკაბელურობა, ტრენდულობა და პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით, ურთიერთბის განახლებაზე ზრუნვა. არ არის გამორიცხული, რომ ქცევის სტილის შეცვლაც გახდეს აუცილებელი...
ტყუპები
აპრილში ტყუპები სასიყვარულო კავშრში გადაწყობას განიცდიან და რომანის განვითარების ახალ შესაძლებლობებს მიიღებენ, რაც გამოწვეული იქნება პარტნიორთან აქამდე უცნობი საერთო ინტერესების აღმოჩენა. სიყვარული და რომანტიკა პიროვნული ტრანფორმაციისთვისაც საუკეთესო შესაძლებლობების მომცემი გახდება, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება თვის ბოლოს. აპრილში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ჯერ კიდევ თავისუფალია და მაისშია დაბადებული, მოულოდნელად შეხვდებიან მომავალ პარტნიორს, გრძნობები იფეთქებენ და პირად ცხოვრებაში დიდ გარდატეხებს გაივლიან.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის აპრილში სასიყვარულო ურთიერთობების საკითხი პერიფერიული გახდება და წინა პლანზე უფრო მნიშნველოვანი თემები და მიზნები გადმოინაცვლებს. თუმცა, კირჩხიბები შეამჩნევენ, რომ რომანში და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიმდინარეობას. თვის პირველ ნახევარსა და შუა ნაწილში, გრძნობები და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება, რასაც ვერ ვიტყვით თვის მეორე ნახევარზე, რადგან ამ პერიოდში კირჩხიბებსაც და მათ პარტნიორებსაც ბევრი წინააღმდეგობა საკუთარ თავთან და გრძნობებთან. ასევე ხშირი იქნება გაუგებრობები და წყენა.
ლომი
აპრილში შეყვარებული ლომები გარკვეული დროით წარსულის ინერციით იცხოვრებენ. ბევრ მათგანს გაუჭირდება ძველი გრძნობებისგან გათავისუფლება და წარსული ურთიერთობების ფორმატზე უარის თქმა მაშინაც კი, თუ ეს დისკომფორტს და პრობლემებს უქმნიდათ. დაძაბულობა და ცუდი გამოცდილება უკანა პლანზე გადაინაცვლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლომები შეძლებენ რომანში სიტუაციის დაბალანსებას და ახლანდელი ქმედებების სამომავლო შედეგების გააზრებას. თვის ბოლო კვირამ შეიძლება ურთიერთობის ძველი შაბლონი შეცვალოს და პარტნიორები ახალი, უფრო სასიამოვნო მიმართულებით წაიყვანოს.
ქალწული
აპრილის პირველი ნახევარი შეყვარებულ ქალწულებს საშუალებას მისცემს რომანში და საკუთარ გრძნობებში სტაბილურობა შეინარჩუნონ. თუმცა, ვარსკვლავები ამბობენ, რომ ბევრი ქალწულისთვის ეს ილუზიური მდგომარეობა იქნება. თვის შუა ნაწილში ისინი გაარკვევენ, რომ სიყვარული - არაპროგნოზირებადი რამ არის, ცხოვრება კი სავსეა სიურპრიზებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე სახის ცვლილებები ხდება სამსახურებრივი ან ურთიერთობების მიმართულებით. თვის ბოლოს შესაძლოა პარტნიორთან გულახდილი საუბრის წარმართვა, რათა ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს.
სასწორი
სასწორებმა აპრილში შესაძლოა პირად ცხოვრებაში გარკვეული კრიზისი განიცადონ, რომელიც საბედნიეროდ ვერ შეძლებს მათ სულიერად გატეხვას, პიქრიქით - ახალი, სასიამოვნო ჰორიზონტების აღმოჩენაში დაეხმარებათ. ბევრი სასწორი ბედის მადლიერი იქნება იმის გამო, რომ შეძლებს სასიყვარულო ურთიერთობაში რობლემური საკითხების მოგვარებას. თვის ბოლო ნაწილი მათ მიანიშნებს, სად უნდა ეძებონ გამოსავალი პარტნიორთან კავშირის გასამყარებლად და როგორ განაალონ რომანი, რითაც შეძლებენ მის ახალ ეტაპზე გადაყვანას.
მორიელი
აპრილის პირველ ნახევარსა და შუა ნაწილში, მორიელებს მიეცემათ შესაძლებლობა სტაბილურობა შეიტანონ სასიყვარულო ურთიერთობებში და მეტად პროგნოზირებადი გახადონ პარტნიორთან კონტაქტი. თუმცა, თვის შუა ნაწილში, სიტუაცია შესაძლოა გაუარესდეს და პარტნიორებს შორის წყენა და გაუგებრობა გაჩნდეს. თვის ბოლოს, მორიელებს საშუალება მიეცემათ დააკვირდნენ პარტნიორის ქცევასა და გრძნობებში გაჩენილ ცვლილებებს, რომლებსაც ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და რომანში გარკვეული ცვლილებების შეტანა შეუძლიათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ახალი რომანტიკული განცდები ელით აპრილის ბოლოს. იმ მშვილდოსნებისთვის, ვისაც ეშინოდა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, ცვლილებების განხორციელება და პარტნიორთან გულახდილი საუბარი - ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. თვის ბოლოს, სასიყვარულო ურთიერთობების მაძიებელი მშვილდოსნები შეხვდებიან სასურველ პარტნიორს.
თხის რქა
დაწყვილებულ თხის რქებს, ვარსკვლავები პირდებიან ჰარმონიას პარტნიორთან ურთიერთობაში. ხოლო მათ, ვინც ჯერ ისევ მარტოა, ურჩევენ დრო არ დაკარგონ და ყველა მომენტი გამოიყენონ ახალი რომანის დაწყებისთვის. თვის შუა ნაწილში შესაძლებელი იქნება წარსული ურთიერთობებისთვის საბოლოო წერტილის დასმა. თვის ბოლოს არ არის გამორიცხული მოვლენების მოულოდნელი ცვლილება ან გრძნობების გამოვლენის ახალი ფორმები, რაც თავისთავად სააყენებს ურთიერთობებში სიახლეების შეტანის აუცილებლობას.
მერწყული
აპრილში მერწყულებმა არ უნდა გაუსწრონ პირად ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოზიტიური განახლებების ნაცვლად, მიიღებენ უკუჩვენებებს, რომლებიც წარსული ცხოვრების აჩრდილებს დააბრუნებს მათ ცხოვრებაში. ამიტომ, კარგი იქნება მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას და ყურადღება მიაქციოთ იმ ნიშნებს, რომლებსაც სამყარო გიგზავნით. სასიამოვნო ცვლილებები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, მოსალოდნელია თვის ბოლოს.
თევზები
შეყვარებული თევზებისთვის აპროლში რეკომენდირებულია არსებულ სცენარს მიყვნენ და თავიდან აირიდონ სიახლეები და ცვლილებები, რადგან ეს ლერიოდი საკმაოდ არასტაბილური და არაპროგნოზირებადი იქნება მათი რომანისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ეს თვე სრულიად სხვა შედეგებით დასრულდეს, ვიდრე მათ წარმოედგინათ. ძალიან მსუბუქმა ფლირტმა და მცირე სიმპატიამაც კი, შეიძლება პირველი ძლიერი იმპულსი გააჩინოს, რომელსაც შეუძლია არსებული სასიყვარულო კავშირი საკმაოდ ძლიერ შეარყიოს...