დე­და­ქა­ლა­ქის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი 5 თეთ­რით იზ­რდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ სხდო­მა­ზე ცოტა ხნის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თუ აქამ­დე თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი აბო­ნენ­ტე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად 0-იდან 101 კი­ლო­ვა­ტამ­დე ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარ­დნენ და ერთ კი­ლო­ვატ­ში 15,041 თეთ­რს იხ­დიდ­ნენ, 1-ელი აპ­რი­ლი­დან ტა­რი­ფი 20,041 თეთ­რამ­დე გა­ეზ­რდე­ბათ. 101-301 კი­ლო­ვატ სა­ა­თის ჩათ­ვლით მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი 19.053 თეთ­რი­დან 24,053 თეთ­რამ­დე მო­ი­მა­ტებს, ხოლო, 301 კი­ლო­ვატ­ზე მეტი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი 23.537 თეთ­რი­დან 28,537 თეთ­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.