აშშ-ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს შო­რის გა­მარ­თულ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

მათი თქმით, მხა­რე­ებ­მა კავ­კა­სი­ი­სა და შავი ზღვის რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

“სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან რუ­ბი­ოს ზარი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძეს­თან:

  • სა­უბ­რის შე­ჯა­მე­ბა
  • 2026 წლის 30 მარ­ტი


    ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ეკუთ­ვნის მთა­ვა­რი პრესს­პი­კე­რის მო­ად­გი­ლე ტომი პი­გოტს:

    “დღეს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო ესა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს. მათ გა­ნი­ხი­ლეს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის სა­კი­თხე­ბი, მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბა კავ­კა­სი­ი­სა და შავი ზღვის რე­გი­ონ­ში,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

    • აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მარ­კო რუ­ბი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გუ­შინ, 30 მარტს შედ­გა.

    ინ­ფორ­მა­ცია ტავ­და­პირ­ვე­ლად აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ავ­რცე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ "სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო ესა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს. მათ გა­ნი­ხი­ლეს ორ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ე­ბი, მათ შო­რის კავ­კა­სი­ი­სა და შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა."

    მოგ­ვი­ა­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­უბ­რის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან ნა­ყო­ფი­ე­რი სა­უ­ბა­რი ჰქონ­და.

    "ნა­ყო­ფი­ე­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი მქონ­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მარ­კო რუ­ბი­ოს­თან. ხაზი გა­ვუს­ვით პარტნი­ო­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ძლი­ე­რი პარტნი­ო­რის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

    ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს ერ­თგუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო–აშშ-ის კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბის ხელ­შე­წყო­ბის მი­მართ", - აცხა­დებს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.