კვარაცხელიას პსჟ-სთან ერთად სერიალში გადაიღებენ – მისი ნახვა ნეტფლიქსე იქნება შესაძლებელი

უცხოური მედიის ცნობით, პარი სენ-ჟერმენი გასულ სეზონთან დაკავშირებით დოკუმენტურ მინი სერიალს გადაღებას გეგმავს. ინფორმაცია გუნდის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა:

“დიახ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ პარი სენ-ჟერმენზე პატარა დოკუმენტურ სერიალს გადავიღებთ.

ეს იქნება გასული სეზონისა და შიდა სამზარეულოს შესახებ, მისი ნახვა ნეტფლიქსე იქნება შესაძლებელი”. – განაცხადა ხელაიფიმ.