რა წერია საქართველოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნებს შო­რის იყო ე.წ. „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა, – ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ 2024 წლის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

  • დო­კუ­მენ­ტში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ე.წ. „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, სან­დო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თქმით, ზღუ­დავ­და გა­მო­ხატ­ვი­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

ამას­თან, ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნე­გა­ტი­ურ მოვ­ლე­ნებს შო­რის ასე­ვე იყო „ე.წ. „ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც გა­მო­ხატ­ვის გარ­კვე­უ­ლი ტი­პე­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას ახ­დენ­და, ასე­ვე და­ში­ნე­ბის, იძუ­ლე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ზღუ­დავ­და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.“

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი მო­ი­ცავ­და სარ­წმუ­ნო ცნო­ბებს: „წა­მე­ბის ან სას­ტი­კი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ; თვით­ნე­ბუ­რი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის ან და­კა­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ; გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის, მათ შო­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსა­მარ­თლო და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის შე­სა­ხებ და ე.წ. გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნე­ბის შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ.“

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მთავ­რო­ბამ ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ჩამ­დენ ზო­გი­ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და და­სას­ჯე­ლად, თუმ­ცა და­უს­ჯე­ლო­ბა პრობ­ლე­მად რჩე­ბო­და.

ამას­თან, ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზე, კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2024 წელს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი, აფხა­ზე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლის მიღ­მა რჩე­ბო­და და დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი მხარს უჭერ­დნენ.

„რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის კონ­ტრო­ლის მიღ­მა რჩე­ბო­და და დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი უჭერ­დნენ მხარს. ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი მო­ი­ცავ­და სარ­წმუ­ნო ცნო­ბებს თვით­ნე­ბუ­რი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი­სა და და­კა­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ორი­ვე რე­გი­ონ­ში რუ­სე­თის და დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უს­ჯე­ლად ჩა­ი­დი­ნა დარ­ღვე­ვე­ბი“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ანგარიშში სა­უ­ბა­რია პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზეც და ხაზ­გას­მუ­ლია, რომ კონ­სტი­ტუ­ცია და კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მათ შო­რის პრე­სი­სა და სხვა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“ეს შეშ­ფო­თე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო მე­დია პლუ­რა­ლიზ­მის­თვის გა­რე­მო­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რა­ზე. „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც 28 მა­ისს ამოქ­მედ­და, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და მე­დი­ას, რომ­ლე­ბიც და­ფი­ნან­სე­ბის სულ მცი­რე 20 პრო­ცენტს სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან იღებ­დნენ, „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის ობი­ექ­ტე­ბად“ და­რე­გის­ტრი­რე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მის შე­ზღუდ­ვე­ბი ასე­ვე შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნი იყო. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი იუ­წყე­ბოდ­ნენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლის შე­სა­ხებ წინა სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბე­ბი კვლავ გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში იყო”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.