გორში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული სპეცრაზმმა დააკავა – ადგილობრივი მედია

გორში, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, ინფომაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.ქართლის ამბების ცნობით, შესაძლო შეიარაღებული ბრალდებულის დასაჭერად სპეცრაზმის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ადგილობრივების თქმით, მან თავი კორპუსს შეაფარა. მედიის გავრცელებული არსებული ინფორმაციით, ცნობილია რომ შეიარაღებული პირი სპეცრაზმმა დააკავა. ტაბულა არსებულ ინციდენტთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.