წყალტუბოში ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გაზის გაჟონვას უკავშირდება.
როგორც ირკვევა, ქალი სამსახურში არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მასტან დაკავშირება სცადეს, მაგრამ კონტაქტზე ვერ გავიდნენ. ამის შემდეგ გამოიძახეს სამაშველო სამსახური. ადგილზე მისულებს, სამწუხაროდ, ბინაში ქალი და მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორს „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.