ადიგენში, სოფელ არალთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

დღეს, 8 სექტემბერს, სოფელ არალთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. იგი საფეხბურთო გუნდის, “ზარზმის აკადემიის” წევრი იყო.

„10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა,  CPR -ს ვუკეთებდით, გარდაცვლილი იყო. დანარჩენ ბავშვებს არცერთს არფერი არ სჭირს“,- უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.

ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი არლის გადასხავევთან შეეჯახა.  ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით – გარდაცვლილ ბავშვს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. იგი სახლში გადაასვენეს.

შსს–ს განმარტებით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, თუმცა ჯერ უცნობია, აღნიშნული მუხლის რომელი ნაწილით, უწყებიდან პასუხს ველოდებით.