2025 წლის 6 სექტემბრიდან პლანეტა ურანი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს – რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო

2025 წლის 6 სექტემბერს პლანეტა ურანი რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას 2026 წლის 4 თებერვლამდე გააგრძელებს. ითვლება, რომ როდესაც პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობაშია, ყველა ის სფერო, რომლებზეც გავლენას ახდენს, ფერხდება.

რეტროგრადული ურანი ყურადღებას გლობალურ იდეებსა და ღირებულებებზე გაამახვილებს. ცხოვრებისეულ გეგმებთან დაკავშირებით კითხვებს გააჩენს და შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა თვითანალიზი, მკაცრი თვითკრიტიკა და გარკვეული მიდგომების სრულად შეცვლა გადაწყვიტოს.

ეს აბსოლუტური ტრანსფორმაციის პერიოდია და როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული ურანის დასრულების შემდეგ, ბევრი ჩვენგანი სრულიად განსხვავებული გეგმებითა და მიზნებით განაგრძობს ცხოვრებას.

რეტროგრადული ურანის დაწყებისთანავე გაგიჩნდებათ სურვილი, მოიშოროთ ყველაფერი, რაც მოძველებული და არასაჭიროა. ეს მხოლოდ საქმეებს, კონკრეტულ ნივთებს, პროექტებს არ ეხება. ეს ადამიანებთან ურთიერთობაზეც მოახდენს გავლენას. რეტროგრადული ურანის პერიოდი საბოლოოდ დაასრულებს ყველა იმ ურთიერთობას, რომლებსაც განვითარების შანსი აღარ აქვს.გარდა ამისა, რეტროგრადული ურანი სიახლეებსა და ცვლილებებს წაახალისებს და მკაფიო გეგმების შედგენა მოგიწევთ.როგორც ასტროლოგები ამბობენ, რეტროგრადული ურანის პერიოდში ადამიანებს ნამდვილ ,,მე“-სთან შეხვედრა მოუწევთ. ეს სიტუაცია გაიძულებთ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, თქვენს რეალურ სურვილებსა და შიშებს გულწრფელად შეხედოთ და თვითგანვითარებაზე ზრუნვა დაიწყოთ.