გადარჩენილებს შორისაა 3 წლის ბიჭუნა, მამა კი დაიღუპა – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი პორტუგალიაში მომხდარ კატასტროფაზე

პორტუგალიის დე­და­ქა­ლაქ­ში ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ავა­რი­ის შე­დე­გად 16 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გა­დარ­ჩე­ნი­ლებს შო­რის კი არის სამი წლის გერ­მა­ნე­ლი ბი­ჭუ­ნა – რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბი­ჭის მამა გარ­და­იც­ვა­ლა, დედა კი 20-ზე მეტ და­შა­ვე­ბულს შო­რის არის.

  • პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან პორ­ტუ­გა­ლი­ის, სამ­ხრეთ კო­რე­ის, შვე­ი­ცა­რი­ის, კა­ნა­დის, გერ­მა­ნი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ავა­რია. დე­და­ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ოპე­რა­ტორ­მა, Carris-მა, გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი შე­მოწ­მდე­ბა, მა­თი­ვე თქმით, საქ­მე­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

პორტუგალიის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს წმინ­და დო­მი­ნი­კის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნილ წირ­ვა­ზე მი­ვი­და. ეკ­ლე­სი­ის გა­რეთ შეკ­რე­ბი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა მთავ­რო­ბას სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

“ხალ­ხმა უნდა იცო­დეს, რომ აქ უსაფრ­თხოდ არი­ან“ – თქვა ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

ოთხშა­ბათს სა­ღა­მოს ავა­რი­ის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და ტუ­რის­ტუ­ლი გიდი მა­რი­ა­ნა ფი­გე­ი­რე­დო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ძლი­ე­რი ხმა გა­ი­გო­ნა და ავა­რი­ის ად­გი­ლის­კენ გა­ე­მარ­თა:

“ხუთ წამ­ში იქ ვი­ყა­ვი. ხალ­ხი გო­რა­კის ძირ­ში, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ფან­ჯრე­ბი­დან ხტე­ბო­და. შემ­დეგ კი­დევ ერთი ტრამ­ვაი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც უკვე დამ­სხვრე­უ­ლი იყო. ხალ­ხის და­სახ­მა­რებ­ლად გო­რაკ­ზე ას­ვლა და­ვი­წყე, მაგ­რამ როცა იქ მი­ვე­დი, ერ­თა­დერ­თი, რაც მეს­მო­და, სი­ჩუ­მე იყო. რო­დე­საც ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის სა­ხუ­რა­ვის ჩა­მოხ­სნა და­ვი­წყეთ, შიგ­ნით ცხედ­რე­ბი და­ვი­ნა­ხეთ”, – იხ­სე­ნებს გიდი.

პოლოციამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­ა­სა­ხე­ლა და­ღუ­პულ­თა ან და­შა­ვე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბა.

  • პორ­ტუ­გა­ლი­ის სატ­რან­სპორ­ტო კავ­შირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის იყო ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის სა­მუხ­რუ­ჭე მცვე­ლი ან­დრე ხორ­ხე გონ­სალ­ვეს მარ­კე­სი. საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სან­ტა კასა და მი­სე­რი­კორ­დი­ამ“, რომ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც სა­მუ­შა­ოდ ფუ­ნი­კუ­ლი­ორს იყე­ნებ­დნენ, და­ა­დას­ტუ­რა, რომ ავა­რი­ის შე­დე­გად მათი ოთხი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა.

ქა­ლა­ქის ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის რკი­ნიგ­ზა – გლო­რია, ლავ­რა, ბიკა და გრა­სა – პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა. გლო­რია 1885 წელს გა­იხ­სნა და სამი ათწლე­უ­ლის შემ­დეგ ელექტრი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გახ­და.