აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცის ცხედარი 21 აგვისტოს, ტყეში საღამოს საათებში იპოვეს.
დაღუპული ახალგაზრდა ალექსანდრე მაჭავარიანია.
„ყველანაირად სიცოცხლით სავსე იყო, განათლებული, ჭკვიანი, ზრდილი და გაწონასწორებული ბიჭი წავიდა. არ ვიცით რა მოხდა. დიდი ტრაგედიაა” – ამბობენ ახლობლები.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
„არ ვიცით, რა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული თავის არეში” – განაცხადა მან „სამხრეთის კარიბჭესთან”.
„სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციითვე, ახალგაზრდას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.