აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

აბასთუმანში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ცხედარი, 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტყეში ნახეს.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.