რა უპასუხა კობახიძემ კითხვას, – დაიწყება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიება?

დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქ­ნე­ბა, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმე­ნა, – ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მე­დი­ის კი­თხვას, შე­საძ­ლოა თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლით და­ინ­ტე­რეს­დეს.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვას, კო­ბა­ხი­ძემ სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი უწო­და.

“სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი, არას­წო­რი და არა­ჯან­სა­ღი კი­თხვე­ბი და­ვას­რუ­ლოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე არ იქ­ნე­ბა, არ ვიცი, ეს არის ჩემი რწმე­ნა.

[ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე] კი, კი არა­ერ­თხელ მქონ­და ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის მას შემ­დეგ, რაც მან და­ტო­ვა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. თუ არ ვცდე­ბი, ერთხელ თუ ორ­ჯერ მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია რა­ღაც თე­მებ­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა იმა­ზე, რა­ტომ არ იყო ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის კან­დი­და­ტად კახა კა­ლა­ძის წარ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და რა სტა­ტუ­სით მი­ვი­და ამა­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე.

„მან [ღა­რი­ბაშ­ვილ­მა] თქვა, რომ პო­ლი­ტი­კი­დან გა­ვი­და და რა­ტომ უნდა მო­სუ­ლი­ყო კა­ლა­ძის წარ­დგე­ნა­ზე?

[არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე] ის მო­ვი­და, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­გორც არა პო­ლი­ტი­კო­სი.

ადა­მი­ა­ნი, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან და რა თქმა უნდა, მისი მხრი­დან მოს­ვლას ცალ­კე სპე­კუ­ლა­ცი­ას მო­ა­ყო­ლებ­დით და არ გვინ­და ეს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­კი­თხზე, შე­საძ­ლოა თუ არა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პარ­ტია შექ­მნას, ვე­რა­ფერს იტყვის.

„არ ვიცი, მე ვე­რა­ფერს გე­ტყვით პარ­ტი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი პარ­ტია, ამო­ცა­ნა იცით, რაც არის – 64/64-ზე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მგო­ნია [რომ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა პარ­ტია შექ­მნას], მაგ­რამ მე, რო­გორ გი­თხრათ, სხვის მა­გივ­რად, ვინ, რა შე­იძ­ლე­ბა და­ა­პი­როს. არ მგო­ნია. კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, რაც არის ჩვე­ნი მი­ზა­ნი – 64/64, პირ­ვე­ლი ტური თბი­ლის­ში და მი­ნი­მუმ, 38 დე­პუ­ტა­ტი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.