დღეს ფერისცვალებაა – რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ამ დღესასწაულის შესახებ?

რელიგიური სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ფე­რის­ცვა­ლე­ბა უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი მისი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა, ამი­ტომ მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ იგი ერთ-ერთ უდი­დეს დღე­სას­წა­უ­ლად შე­რა­ცხა…

  • წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი ამ დღე­სას­წა­უ­ლის შე­სა­ხებ წერს:

“დღეს თა­ბო­რი ცათა მო­ბა­ძავ იქ­მნე­ბის, რა­მე­თუ ხე­დავს დი­დე­ბა­სა შე­მოქ­მე­დი­სა თვი­სი­სა­სა, დღეს შე­იმ­კვე­ბის ღრუბ­ლი­თა ნათ­ლი­სა­ი­თა და იხა­რებს ხმი­თა მა­მი­სა­ი­თა”.

ახ­ლოვ­დე­ბო­და იესო ქრის­ტეს ჯვარ­ცმის დღე. იგი უნდა ვნე­ბუ­ლი­ყო ადა­მი­ან­თა ცოდ­ვე­ბის­თვის. უფალ­მა იცო­და, რომ ბევ­რი ვერ გა­უძ­ლებ­და ამას, ბევ­რი და­კარ­გავ­და სა­სო­ე­ბას და იმედს სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბი­სას, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რათა ისი­ნი რწმე­ნით გა­ნემ­ტკი­ცე­ბი­ნა.

უფალ­მა თა­ვის მო­წა­ფე­თა­გან ამო­ირ­ჩია პეტ­რე, ია­კობ და იო­ა­ნე და მათ­თან ერ­თად თა­ბო­რის მთა­ზე ავი­და სა­ლო­ცა­ვად. მა­ცხო­ვარს სურ­და, მო­ცი­ქულ­თათ­ვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თა­ვი­სი ღვთა­ებ­რი­ვი ნა­თე­ლი, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა იმ ზო­მით, რა ზო­მი­თაც მათ შე­ეძ­ლოთ ამის და­ტე­ვა, რათა შემ­დგომ­ში გან­საც­დე­ლი­სა არ შე­ში­ნე­ბო­დათ, თა­ნაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ იმ სიბ­რძნე­ში, რომ ვინც სუ­ლი­ე­რად არ ამაღ­ლდე­ბა, ის ვერც ღვთა­ებ­რი­ვი დი­დე­ბის ხილ­ვის ღირ­სი გახ­დე­ბა.

სა­ნამ მა­ცხო­ვა­რი ლო­ცუ­ლობ­და, დაღ­ლილ მო­წა­ფე­ებს ჩა­ე­ძი­ნათ. როცა გა­მო­ფხიზ­ლდნენ, და­ი­ნა­ხეს, რომ იესო ქრის­ტემ ფერი იც­ვა­ლა: სახე მისი მზე­სა­ვით გაბრ­წყინ­და, სა­მო­სი გან­სპე­ტაკ­და, ვი­თარ­ცა თოვ­ლი, რო­მე­ლიც თვა­ლის­მომჭრელ ნა­თელს გა­მოს­ცემ­და: “და იც­ვა­ლა მათ წი­ნა­შე სხუ­ად ფე­რად და განბრწყინ­და პირი მისი, ვი­თარ­ცა მზე, ხოლო სა­მო­სე­ლი მისი იქ­მნა სპე­ტაკ, ვი­თარ­ცა ნა­თე­ლი” (მათე 17:2). ამ დროს უფ­ლის წი­ნა­შე ზე­ცი­უ­რი დი­დე­ბით და საღვთო ნათ­ლით შე­მო­სი­ლი მოსე და ელია წი­ნას­წარ­მე­ტყველ­ნი წარ­დგნენ, რომ­ლე­ბიც მა­ცხო­ვარს იმ ვნე­ბებ­სა და ტან­ჯვა­ზე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, იე­რუ­სა­ლიმ­ში რომ მო­ე­ლო­და.

ამის მნახ­ვე­ლი მო­წა­ფე­ე­ბი ისეთ­მა ენით აუ­წე­რელ­მა ნე­ტა­რე­ბამ მო­იც­ვა, რომ პეტ­რემ ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად წა­მო­ი­ძა­ხა: “მო­ძღუ­არ, კე­თილ არს ჩუ­ენ­და აქა ყო­ფაი, და ვქმნეთ აქა სამ ტა­ლა­ვარ: ერთი შენ­და და ერთი მო­სე­სა და ერთი ელი­ა­ი­სა…” (ლუკა 9:33). შემ­დგომ ნა­თე­ლი ღრუ­ბე­ლი და­ადგრა მათ, ხოლო ღრუბ­ლი­დან მო­ის­მა ღვთის ხმა: “ესე არს ძე ჩემი სა­ყუ­ა­რე­ლი, რო­მე­ლი მე სათ­ნო-ვი­ყავ, მა­გი­სი ის­მი­ნეთ” (მათე 17:5). მო­წა­ფე­ე­ბი ში­ში­სა­გან პირ­ქვე და­ემხნენ. იესო მათ­თან მი­ვი­და, ხელი შე­ა­ხო და უთხრა: “აღ­დე­გით და ნუ გე­ში­ნინ!” (მათე 17:7) როცა მო­ცი­ქუ­ლე­ბი წა­მოდ­გნენ და მი­მო­ი­ხე­დეს, მოსე და ელია აღარ­სად ჩან­დნენ.

მთი­დან ჩა­მოს­ვლი­სას იე­სომ გა­აფრ­თხი­ლა მო­წა­ფე­ე­ბი, სა­ნამ მკვდრე­თით არ აღ­დგე­ბო­და, ეს ამ­ბა­ვი არა­ვის­თვის გა­ემ­ხი­ლათ.

ამ­გვა­რად, თა­ბო­რის თავ­ზე გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რის ხილ­ვის ღირ­სი გახ­და ქრის­ტეს სამი მო­წა­ფე, რო­მელ­თაც უნდა გა­ნემ­ტკი­ცე­ბი­ნათ სხვა მო­ცი­ქუ­ლე­ბი იმ დროს, როცა გა­მო­იც­დე­ბო­და მათი სა­სო­ე­ბა უფ­ლი­სად­მი და რწმე­ნა იმი­სა, რომ ქრის­ტე ჭეშ­მა­რი­ტად ძე ღმერ­თია. როცა პეტ­რემ უთხრა უფალს, რომ კარ­გი იყო მათი იქ ყოფ­ნა, ამით მან იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნა, რომ სურ­და, სა­მუ­და­მოდ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო ფე­რის­ცვა­ლე­ბა – ის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად და­ე­უფ­ლა მათ. ეს სი­ხა­რუ­ლი ცათა სა­სუ­ფევ­ლის ნე­ტა­რე­ბა იყო, რა­მე­თუ მხო­ლოდ ღვთა­ებ­რი­ვი ნათ­ლის სხი­ვებ­ში იძენს ადა­მი­ა­ნის გული სი­ხა­რულ­სა და მშვი­დო­ბას.

თა­ვი­სი ფე­რის­ცვა­ლე­ბით უფალ­მა გვიჩ­ვე­ნა, რო­გო­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში, ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში, რო­გორ გარ­და­ი­სა­ხე­ბა ჩვე­ნი მი­წი­ე­რი ყოფა სა­მო­მავ­ლოდ.

ფე­რის­ცვა­ლე­ბის სა­დღე­სას­წა­უ­ლო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე ეკ­ლე­სია ფსალ­მუ­ნე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლოც­ვა-სა­გა­ლობ­ლე­ბით ადი­დებს უფ­ლის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბას, მის სა­ხი­ე­რე­ბა­სა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბას, რაც ადა­მი­ან­თა მოდ­გმის ხსნა­ში გა­ცხად­და.

ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღის­თვის მწი­ფო­ბა­ში შე­დის მრა­ვალ­ნა­ი­რი ხილი. მორ­წმუ­ნე­ებს, ეკ­ლე­სი­უ­რი ჩვე­უ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ტა­ძარ­ში მი­აქვთ ახა­ლი ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ა­ში იკურ­თხე­ბა. ეს ჩვე­უ­ლე­ბა ჯერ კი­დევ ძვე­ლი აღ­თქმი­დან მო­დის (იხ. გამ. XXIII, 19. ლევ. XXIII,10, რი­ცხვ. XVIII, 12, 13). ამ­გვა­რი წესი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ დე­და­მი­წა­ზე, ადა­მი­ა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი და მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყო­ვე­ლი­ვე უფალს ეკუთ­ვნის, ამი­ტო­მაც სა­ჭი­როა ყო­ველ­გვარ საკ­ვებ­ზე კურ­თხე­ვის მი­ღე­ბა, რად­გან, რო­გორც და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ამ­ბობს: “უფ­ლი­საი არს ქვე­ყა­ნაი, და სავ­სე­ბაი მისი, სო­ფე­ლი და ყო­ველ­ნი დამ­კვიდ­რე­ბულ­ნი მას შინა” (ფს. 23,1).