„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა

– ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური

– გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი

– დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი

– ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი

-სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი

ყვარელში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყვარლის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში წარმატებული და სტაჟიანი საჯარო მოსამსახურე – ვახტანგ კაკუტაშვილი, რომელიც დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობდა; ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე – ვაჟა მაღრაძე.

ქვემო ქართლში მოქმედ მერებს წარვადგენთ 7-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:

– რუსთავში: ნინო ლაცაბიძე

– გარდაბანში: დავით კარგარეთელი

– დმანისში: კობა მურადაშვილი

– წალკაში: ილია საბაძე

მარნეულში ჩვენი კანდიდატი იქნება დაური ისმაილოვი, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტაჟი; თეთრიწყაროში წარვადგენთ თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს – მიხეილ აფციაურს; ხოლო ბოლნისში წარმატებულ იურისტს საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით – ზამური ჭითანავას.

მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერს – ლევან წიკლაურს წარვადგენთ თიანეთის მუნიციპალიტეტში.

მცხეთაში ჩვენი კანდიდატი იქნება წარმატებული არქიტექტორი და მენეჯერი – გოგი აბუაშვილი; დუშეთში წარვადგენთ დუშეთის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს – კახაბერ ჩიტაურს; ხოლო ყაზბეგში წარმატებულ ინჟინერს მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილებით – კობა გელაძეს.

შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:

– გორში: კონსტანტინე ბუზალაძე

– ქარელში: ზაზა გულიაშვილი

– კასპში: ვახტანგ მაისურაძე

ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება.

სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 6-დან 4 მუნიციპალიტეტში. ესენია:
– ადიგენში: გოჩა ქიმაძე
– ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე
– ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი
 ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი

ახალციხეში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური, ხოლო ბორჯომში მამუკა გელაშვილი, რომელსაც აქვს სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იმერეთში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 12-დან 9 მუნიციპალიტეტში. ესენია:
– ქუთაისში: დავით ერემეიშვილი
– საჩხერეში: ლევან ივანაშვილი
– ჭიათურაში: გივი მოდებაძე
– ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი
– თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე
– ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი
– სამტრედიაში: დავით ბახტაძე
– ხონში: ლადო ჯურხაძე
– წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე

ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე – ვახტანგ ღამბაშიძე; ხოლო ტყიბულში – დავით კუბლაშვილი, რომელიც წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ტყიბულის პარტიულ ორგანიზაციას.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია:
– ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი
– ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი

რაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში – ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში – დავით ლობჟანიძეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში მოქმედ მერებს წარვადგენთ 9-დან 5 მუნიციპალიტეტში. ესენია:
– ფოთში: ბექა ვაჭარაძე
– ხობში: დავით ბუკია
– სენაკში: ვახტანგ გადელია
– აბაშაში: გიგა გაბელაია
– მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი

ზუგდიდში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი – დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი – ჯუმბერ იზორია; მარტვილში წარმატებული მეწარმე – გიორგი ნაჭყებია; ხოლო წალენჯიხაში წარმატებული საჯარო მოსამსახურე – გუბა საჯაია.

გურიაში მოქმედ მერს – ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი – პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე – მინდია ჟღერია.

და ბოლოს, აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:
– ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე
– ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე
– შუახევში: ომარ ტაკიძე

2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია:
– ქედაში: მამუკა თურმანიძე
– ხულოში: ვახტანგ ბერიძე

ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი – გიორგი ცინცაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.