პოლიციამ მარნეულში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებებისა შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.შსს-ს მიხედვით, დაკავებული 2013 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.